პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავისვენოთ-ჭიჭინაძე ბახტაძის პარლამენტში მისვლაზე

პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავასვენოთ- ეს კომენტარი პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ბახტაძის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით  საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.

ჭიჭინაძე  ბახტაძის  პარლამენტში მისვლის აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, პარლამენტარებისთვისაც  დროის კარგვაა. 

„პრემიერ-მინისტრი პარლამენტშია დაბარებული და არ მგონია, რომ ის რამეზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური იყოს. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ, ან იმ კაცმა. პარასკევია და შაბათ-კვირა მოდის. ჯობია დავასვენოთ. ის მუშაობას ხუთშაბათობით არის მიჩვეული მთავრობის სხდომაზე გამოძახებით. პარასკევს, მგონი სამდღიანი დასვენება ჩავუშალეთ.
აზრს ვერ ვხედავ, პრემიერ-მინისტრს ადამიანმა რამე კითხვა დაუსვას”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

საქართველოს პარლამენტში 27-31 მაისის პლენარულ კვირაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მოუსმენენ.