პარიზში ნოტრ დამის ტაძარი იწვის. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური პირების ცნობით ცეცხლში შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო გაჩნდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, რომლებშიც 850 წლის გოტიკური ტაძრიდან ამომავალი ცეცხლი და კვამლი ჩანს. ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო ძალებია მობილიზებული. პარიზის ცენტრში, ტაძრის გარშემო ტერიტორია ხალხისგან გაწმინდეს. ტაძარში ევაკუაცია პარიზის დროით, საღამოს 7-ის ნახევარზე გამოცხადდა.