პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის კონსტრუქცია, სავარაუდოდ, სრულ განადგურებას გადაურჩა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერსი” პარიზის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება. საფრანგეთის ოფიციალური უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტაძრის 2 კოშკი შენარჩუნებულია, ხოლო ხანძარი შესუსტდა.
ამ ეტაპზე ხანძარი სრულად ჩამქრალი არ არის, თუმცა ინტენსივობა და გავრცელების საშიშროება შემცირებულია.
ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ერთი მეხანძრე დაშავდა.
ამ ეტპზე ცნობილია ისიც, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტაძრის პრესსპიკერმა ანდრე ფინომ განუცხადა.
ტაძარში არსებულ რელიქვიებს შორის არის ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ქრისტეს ეკლის გვირგვინი, რომელიც ხანძრის შედეგად გადარჩა.
ხანძარი პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი. ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენა მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს შესაძლოა უკავშირდებოდეს.