პარლამენტარები, რომლებმაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს-მათ რიცხვში ოცნების დეპუტატიცაა

დაგროვებითი საპენსიო სისტემა უკვე 16-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ოცნების მაჟორიტარმაც. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს, რომელმაც საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

მათი ინფორმაციით, 2019 წლის 11 ივლისის მონაცემებით დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც, რომელიც დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო და კენჭისყრის დროს კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა” ესენი არიან:

ლელა ქებურია; გიგა ბოკერია; გიორგი ღვინიაშვილი; ზურაბ ჭიაბერაშვილი; გიორგი წერეთელი; დავით ბაქრაძე; ლაშა დამენია; თენგიზ გუნავა; გიორგი ტუღუში; სერგო რატიანი;
აკაკი ბობოხიძე; ირმა ნადირაშვილი; ხათუნა გოგორიშვილი; ლაშა დამენია.

დაგროვებით პენსიაზე ასევე უარი თქვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დავით ჭიჭინაძემ და რამაზ ნიკოლაიშვილმა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად ჯამში ხელფასის 6 % გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი სახელმწიფო.

კანონის მიხედვით, 40 წლამდე პირების ჩართვა დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოა, 40 წლის ზემოთ მყოფ პირებს კი შეუძლიათ სისტემა დატოვონ.