“პარლამენტი შესაძლოა მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს”-ელისო კილაძე

პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს. ამის შესახებ  „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როცა კობახიძის “გუნდმა” ძველებზე “გამარჯვება” მოიპოვა, მაშინვე ვთქვი, რომ სულ მალე ამათი რიგიც მოვიდოდა. პარლამენტი შესაძლოა, მამუკა მდინარაძემ და სოფიო კილაძემაც დატოვოს! იცის იმ ბრძენმა კაცმა მისი საქმე. მოახლოვდა 2020 !“, – წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის მანდატზე უარი ვანო ზარდიაშვილმა თქვა. ის ე.წ. კალაძე-კობახიძის გუნდში მოიაზრებოდა. ამავე გუნდში არიან სოფო კილაძე და მამუკა მდინარაძეც.