{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე “ევროპული საქართველოს” მიერ მომზადებულ დადგენილებას მხარი არ დაუჭირა. ამ დადგენილებით პარლამენტს შსს-სა და პროკურატურისგან, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესრულება უნდა მოეთხოვა და 10 დღის ვადაში უწყებებს შესრულების ანგარიშიც უნდა წარედგინათ. დადგენილებაში მოთხოვნილია: მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის დევნის, ხოლო მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება და საქმის გაყალბებაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომელთა მიმართ გამოძიების დაწყება. თუმცა “ევროპული საქართველოს” მიერ მოზმადებულ დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა.
მოზარდების მკვლელობის საქმეზე მომზადებული დადგენილების ჩავარდნა ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ აწყობს. ეკა ბესელია კი განმარტავს, რომ დადგენილება პროცედურულად არასწორად იყო წარმოდგენილი.