პარლამენტის პიკეტირება დაიწყო- შესასვლელებს ბოქლომები დაადეს

პარლამენტის პიკეტირება დაიწყო- საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელჭიშკარს  რამდენიმე მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და აქციის მონაწილეებმა ბოქლომი დაადეს.

პირველი ბოქლომი “ევროპული საქართველოს” ლიდერმა  გიგი უგულავამ დაადო. პოლიციელებმა ბოქლომის დადებიდან რამდენიმე წუთში ბოქლომი გადაჭრეს. გიგა ბოკერიას თქმით, ბოქლომის გაჭრას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ეს ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი იყო.