პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო-დეპუტატები პროცედურულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ მოსამართლეთა არჩევის წესზე არსებულ კანონპროექტზე სასაუბროდ მივიდა. ოპოზიცია მოითხოვდა რომ ჯერ ყოფილიყო სახალხო დამცველის მოსმენა კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დაწყებულიყო კანონპროექტზე მსჯელობა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე არ დაეთანხმა. კობახიძის წინადადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური ოპონენტები რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ მანდატურის სამსახურს მიმართა და სთხოვა, რომ სიტუაციის დარეგულირებაში ჩართულიყო.
პარლამენტში შესვენება გამოცხადდა, სხდომა 14:00 საათზე განახლდება.