პარლამენტის შენობის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები შეიყვანეს – ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია მიმდინარეობს. 19 საათისთვის დანიშნული აქცია დროზე ადრე დაიწყო.
აქციაში სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ. მთელი დღეა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შიგნით და სასტუმრო რედისონთან მოქალაქეები და პოლიტიკოსები პარლამენტის დარბაზში რუსი დეპუტატების ვიზიტს და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებენ.