პარლამენტის თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს

პარლამენტის თანამშრომლებს შენობის დატოვება სთხოვეს. შენობის დატოვებისკენ მოუწოდეს ჟურნალისტებსაც.

შენობის დაცლის მითითება დღევანდელ აქციას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსებული საპროტესტო აქცია გაიმართება.