{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არავის ურჩევს ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლას. ის სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის შიგნით დაპირისპირებული ჯგუფების არსებობის თაობაზე.
“შარშან ამ დროს იყო ამაზე მეტი სირთულეები. ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიდან, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას… არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს “ქართული ოცნების” გუნდის რღვევას”, განაცხადა კობახიძემ.
“რეალურად ეს არის ერთი გუნდი, ეს არის “ქართული ოცნების” გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი… და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, რადგან ეს არ დასრულდება მათთვის სასარგებლოდ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.