{{ARTICLEIMAGE}}
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები გაიწერება ორ ფორმატში – ერთი ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატი და მეორეა – საპარლამენტო ფორმატი, აცხადებს საქაღთველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ამ ორ ფორმატში გვექნება მსჯელობა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურასა და კრიტერიუმებზე, რასაც ალტერნატივა არ აქვს და ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხის, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ. სამუშაო ჯგუფის ფორმატს რაც შეეხება, შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იგივე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა. ჩვენს კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე დავაკონკრეტებთ ვინ იქნება სამუშაო ჯგუფში“, განაცხადა კობახიძემ, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება:
“იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო.
“ეს იყო რეალური სურათი”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ, რომ საკითხის განხილვის გადადება და საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის შედეგია.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
მსჯელობა ამ საკითხზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.














