NDI-ის კვლევის მიხედვით, ირაკლი კობახიძის მუშაობას გამოკითხულთა 33% უარყოფითად აფასებს.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას, 15% ამბობს, რომ კობახიძის მუშაობას დადებითად აფასებს.
კვლევაში მონაწილეთა 38% ამბობს, რომ პარლამენტის სპიკერის მუშაობა დამაკმაყოფილებელია.
NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.