პარლამენტის შენობის წინ “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელებას აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორები სამოქმედო გეგმის შესახებ ჯერჯერობით ვრცლად არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ გახარიას დამტკიცება პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ უნდა მოხდეს.