პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის ორგანიზატორებმა რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი საეჭოდ ჩათვალეს. როგორც ერთ–ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს უთხრა, ის და მისი ორი მეგობარი საუბრობდნენ, რა დროსაც მასთან აქციის ორგანიზატორი მივიდა და ჰკითხა, თუ რაზე საუბრობდნენ ისინი. საეჭვოდ მიჩნეული პირები პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, მანამდე კი ერთ–ერთმა მათგანმა მან ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.