პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების შედეგად 240 ადამიანია დაშავებული. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ავრცელებს.
პარლამენტთან აქციის დროს დაშავებულ რამდენიმე ადამიანს ოპერაცია უტარდება.
ამ დროისთვის რეგიონულ ჰოსპიტალში 81 დაშავებული შეიყვანეს, მათ შორის, 77 პოლიციელია, ხოლო 4 – სამოქალაქო პირი.
მათგან 2-ს ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება, ხოლო ერთს თვალის ოპერაცია.