პარლამენტის წინ მოშიმშილეები საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა შიმშილი შეწყვიტეს. მათი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება გახდა. საავადმყოფოში გადაყვანამდე პარლამენტის წინ კარვებში მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

ბექა ბასილაიამ, რომელიც 19 დღე შიმშილობდა, პარლამენტის წინ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხვალ მათ რიგებს ისევ შეუერთდება.

დღეს პროტესტის 24-ე დღეა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. შს მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნა დღის წესრიგში 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა, რადგან გიორგი გახარიამ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ძალის გამოყენებით დაშალა.

მანამდე კი, მოქალაქეები რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებდნენ. ისინი პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ და ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა, აქციის პირველ დღეს მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აქცია კი შს მინისტრმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, მათ შორის, ნარინჯისფერის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გახარიას თქმით, ქვეყანაში ამბოხი იგეგმებოდა.