პარლამენტის წინ სამანქანო გზა ისევ გადაიკეტა

უკვე 4 დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები იმართება. ამ წუთებში  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა და გზა გადაიკეტა.

აქციის ორგანიზატორები, სრულიად საქართველოს მიმართავენ რომ გადმოფინონ საქართველოს დროშები აივნებზე.

აქციის მონაწილეები 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და იმ ძალოვნების დასჯას ითხოვენ, რომელთაც მათი შეფასებით, დარბევისას ძალას გადაამეტეს.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.