პარლამენტმა ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო

87 მომხრე, არცერთის წინააღმდეგ – პარლამენტმა ლადო კახაძის უფლებამოსილება ცნო.

კახაძე პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად არის წარმოდგენილი.

“ქართული ოცნების” კანდიდატმა  მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ შუალედურ არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა.

პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი იყო, მისი გაპრეზიდენტების შემდეგ კი შუალედური არჩევნები ჩაინიშნა.