პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა ხელახალი  კენჭისყრის შედეგად, სკოლის  გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანანმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

“ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80 ხმით, მესამე მოსმენით დამტკიცდა. რვა დეპუტატმა ხმა კანონპროექტის  წინააღმდეგ მისცა.

ინიციატივა 5 აპრილის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. მიზეზად დეპუტატებმა დარბაზში ხმაური და ღილაკების არევა დაასახელეს.

პროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ უგამოცდოდ   გაცემას გულისხმობს.