დეპუტატებმა ვერ გაიგეს კენჭს რას უყრიდნენ და სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი ჩააგდეს

პარლამენტმა  სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა  მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და შესაბამისად მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

კენჭისყრის შემდეგ დეპუტატები ამბობდნენ, რომ ეს  ხმაურის გამო მოხდა, რადგან დეპუტატებმა ვერ გაიგეს  თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და სურვილი გამოთქვეს, თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო.  თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა, რადგან ხმაური არგუმენტად ვერ გამოდგებოდა. 

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი  დაჩქარებული წესით იხილავდა.