პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ. კობა გვენეტაძე  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2018 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის გარდა დეპუტატები გვენეტაძეს შეკითხვებს დაუსვამენ, რომელიც ლარის კურსსაც შეეხება.

კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.