პარლამენტში დღეს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ

დღეს დაგეგმილ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

გვენეტაძე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს. მოსმენის შემდეგ დაგეგმილია კითხვა – პასუხის და დებატების ფორმატი.

ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ახსნა-განმარტების მისაცემად  დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია.