პარლამენტში გიორგი ქობულია მივა

ხვალ,პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა.

ქობულიას 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში მოუსმენენ. 

„დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას წერილი გავუგზავნეთ და პარლამენტში, ღია ფორმატში მოსვლა შევთავაზეთ. შეხვედრა გაიმართება პარლამენტარებთან, ვისაც დააინტერესებს საქმიანობა, რაც გიორგი ქობულიამ რვა თვის განმავლობაში გასწია და დააინტერესებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვები. დაგროვდა ბევრი კითხვა. შეხვედრა გაიმართება ხვალ, 13:00 საათზე, კინოდარბაზში“, – განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.