პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ, 17 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე არის ჩანიშნული.
„2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა“, – წერია კომიტეტის დღის წესრიგში.
ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა