პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა

როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევის წესი – პარლამენტში დღეს ორი ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდა. პირველი პროექტის ავტორი მმართველი ძალა,  კერძოდ კი ირაკლი კობახიძეა. მეორე კანონპროექტი კი ქართული ოცნებიდან წამოსულ ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს ეკუთვნით. ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევის ამერიკული მოდელი შეარჩია. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება. ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადებულ პროექტით 18 მოსამართლის შერჩევა ხუთ ეტაპად წარიმართება. პროცესი იუსტიციის საბჭოში დაიწყება და კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს.
საკუთარი კანონპროექტის მხარდაჭერის იმედი აქვს  ეკა ბესელიას, რომელმაც ქართული ოცნება სწორედ მოსამართლეების თემაზე არსებული დაპისპირების გამო დატოვა. ამბობს, რომ მისი ინიციატივა პროგრესულია. ბესელიას კანონპრექტშიც მოსამართლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, თუმცა კანდიდატების მხარდასაჭერად საჭიროა საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარდაჭერაც. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. დაუჭრს თუ არა მხარს ბესელიას პროექტს ოპოზიცია, ჯერ არ არის ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს კი ოპოზიციის მხარდაჭერა ნამდვილად არ ექნება. ამბობენ, რომ ცვლილებები ფასადურია და მისი მთავარი მიზანი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებაა. ევროპულ საქართველოს კი მოსამართლეთა დანიშვნის წესის ალეტრანტიული კანონპრექტი აქვს. ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას კანონპროექტებს არ ექნება დამოუკიდებელი დეპუტატის – დავით ჭიჭინაძის მხარდაჭერა. ჭიჭინაძე, რომელიც ეკა ბესელიას თანამოაზრედ განიხილებოდა დღეს ამბობს, რომ ორივე პროექტში მოსამართლეთა კანდიდატებს კვლავ იუსტიციის საბჭო არჩვეს რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.