პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება სახელმწიფოს შეურაცხყოფაა — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს ოპოზიციის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნი გაჟღერებას ეხმაურება.

“საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა.მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს — თავისუფლების ქარტია, რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტში, სადაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენდა, ევროპული საქართველოს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.