პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო.
ნინო ლომჯარიას პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა ესაუბრა, თუმცა დებატების გამო, ომბუდსმენის მოსმენა ვერ მოესწრო.
ლომჯარიას პარლამენტში სავარაუდოდ, ხვალ მოუსმენენ.
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.