საქართველოს პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამაზე დეპუტატები არ საუბრობენ.
ამ წუთებში პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ.