აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ მდგარი სკულპტურა წითლად შეღებეს

13 დღეა  პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  დღეს გიორგი ყოლბაიას ინიციატივით აქტივისტებმა პარლამენტთან სკულპტურა დადგეს რომელიც შემდეგ წითელი სარებავით შეღებეს. 
პერფორმანსის ავტორის განცხადებით,  სკულპტურა დღევანდელი ძალადობრივი ხელისუფლების სიმბოლოა, ხოლო წითელი საღებავი 20 ივნისის დარბევის დროს მოქალაქეების დაღვრილი სისხლია.