შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები უკვე 1 თვეზე მეტია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღეიდან აქციები განსხვავებული ფორმატით გაგრძელდება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ონლაინ-გადაცემების მომზადება.
გუშინ პროტესტის 32-ე დღეს „ფლი მარკეტი“ გაიმართა, სადაც სტარტაპერებმა გასაყიდად საკუთარი პროდუქცია წარადგინეს. ორგანიზატორების განცხადებით, შემოსული თანხის ნაწილი აქციის ორგანიზებას მოხმარდება.