პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს

პარლამენტის შენობის წინ, აქციის მონაწილეებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კარავი დადგეს.როგორც  საპროტესტო აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები აცხადებენ, მათ კარვის გაშლის უფლება კანონიერად აქვთ. ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მალხაზ  მაჩალიკაშვილების ოჯახს. 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს “სირცხვილიას” ღია ეთერში მიიღო მონაწილეობა, სადაც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. მან აქციის მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.