პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია “სირცხვილია 40:0” განახლდა. პროტესტის მე-40 დღეს აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარიას ბიუსტი სიმბოლურად ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
აქციის მომაწილეების მოთხოვნა უცვლელია და ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციამ ფორმატი შეიცვალა და live stream გადაცემები დაემატა. დღევანდელი სტუმრები ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი და ფილოლოგი სიმონ ჯანაშია არიან.