პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

პოლიციასთან შელაპარაკების დროს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს. 

,,შეცვალეს” აქტივისტის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დააკავეს და სად გადაიყვანეს ჩხარტიშვილი. 

აქციას სამოქალაქო მოძრაობა ,,შეცვალე” მართავს. ისინი გარემოვაჭრეებს, რომლებიც თბილისის მერიამ გუშინ რესპუბლიკის მოედნიდან გამოყარა და პარლამენტთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, სოლიდარობას უცხადებენ.