პარლამენტთან „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ,  ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

აქტივისტები გარემოვაჭრეებს, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს, სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ თბილისის მერიის ეს მოთხოვნა მიუღებელია.”შეცვალეს” წევრები  მოქალაქეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ მოწყობილ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მიიყვანონ.

აქციაზე იმყოფებოდა “ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც. მან მერიასთან აქცია დააანონსა, რომელიც  დღეს, სავარაუდოდ, 14:00 საათზე გაიმართება.

„დღეს ვხვდებით გარემოვაჭრეებს და მათი სურვილის მიხედვით ჩავატარებთ აქციას მერიასთან, რომელიც ემსახურება არა კანონს და ქვეყანას, არამედ ივანიშვილის და კალაძის კორუფციულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ცდილობენ მშიერი ადამიანები დაუპირისპირონ შვილმოკლულ მამას, ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს კალაძემ და ივანიშვილმა ბედობას და ახალ წელს, რასაც აუცილებლად მოჰყვება პასუხი,“ – განაცხადა  ლაშა ჩხარტიშვილმა.