პარლამენტთან უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი იპოვეს

აქციის მონაწილეებმა  უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენების დროს დასველდა, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებია და ადგილზე დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, მან სხეულის გადაციება აქვს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში თავად აქციის მონაწილეებმა მოათავსეს. მას პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია.
ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში სწორედ სხეულის გადაციების გამო იმყოფება. შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად აქციის მონაწილე საავადმყოფოში გადაიყვანეს.