ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა ახალგაზრდა მამაკაცს თავი გაუტეხეს. მამაკაცს, რომელიც ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე იყო, ერთ-ერთმა პირმა ქამარი თავში ჩაარტყა.
ახალგაზრდას პირველადი დახმარება ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გაუწია მას თავი აქვს გატეხილი.
შეგახსენებთ, რომ ქამრებითა და კომბლებით შეიარაღებული ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტის წინ არიან შეკრებილები.
ქამრებით მისვლისკენ ჰომოფობიური აქციის მონაწილეებს ლევან ვასაძემ მოუწოდა.