30 იანვარს პარტიების რეიტინგები გახდება ცნობილი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენენ. ეს არჩევნების შემდეგ პირველი კლვლევის შედეგები იქნება. 

ორგანიზაციის პრეს-რელიზში წერია, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საპრეზიდენტო არჩევნებთან, დემოკრატიასთან, კორუფციასთან, ხელისუფლებისა და პარლამენტის საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 10:30 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”. საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

როგორც ცნობილია, ბოლო კვლევის შედეგები ორგანიზაციამ გასული წლის სექტემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამოაქვეყნა.