საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის თქმით, ის პარტიის ჯარისკაცია, ამიტომ იქ იქნება და იმუშავებს, სადაც პარტია ეტყვის. ასე უპასუხა გუგული მაღრაძემ მთავარი არხის კითხვას 2020 წლისთვის მმართველ გუნდში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
“არავის მიმართ არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. ზოგი იქნება, ზოგი არ იქნება განახლება ხდება ყოველთვის. ვიღაცა დარჩება, ვიღაცა არ დარჩება, ეს ბუნებრივი პროცესია”, განაცხადა გუგული მაღრაძემ.
დეპუტატის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მაღრაძე აცხადებს, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ხასიათზე იქნება და რა იქნება საჭირო ქვეყნისთვის.
მთავარი არხის ინფორმაციით, ნუკრი ქანთარია, სოფიო კილაძე, მამუკა მდინარაძე, სოფიო ქაცარავა და ალექსანდრე ერქვანია 2020 წელს ქართული ოცნების საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან.