პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს და მის აგრესიულ გუნდს -მამუკა ბახტაძე

პასუხისმგებლობა მსჯავრდებულ  სააკაშვილს ეკისრება-ეს განცხადება  პრემიერ მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე გააკეთა.მისი თქმით, 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა აიღოს. 

“ჩვენ ვიხილეთ გულწრფელი პროტესტი თითოეული ადამიანის თითოეული ახალგაზრდის მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიხილეთ რომ დესტრუქციული ძალა ჩაერთო და ეს ძალა ცდილობდა   თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის გამოეყენებინა ეს გულწრფელი პროტესტი, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ძალადობა ჩვენს პოლიციელებზე.. საქართველოს მშვიდობას დაემუქრა საფრთხე,საქართველოს კონსტიტუციაზე იყო შეტევა, ეს ყველაფერი დასრულდებოდა ქაოსით ჩვენი ქვეყნისთვის, საპოლიციო ძალების ვალდებულებაა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის  მშვიდობა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ფიზიკური თავდასხმა და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებზე. დადგა ის კრიტიკული დრო, როცა პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას, შესაბამისად, პოლიციას დარჩა ერთადერთი ლეგიტიმური გზა გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ჩვენ ძალიან მძიმე სურათი ვიხილეთ და ეს იყო უმძიმესი წუთები. დაზარალდნენ მოქალაქეები, პოლიციელები. ის, რაც მოხდა ეს არ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მისი ხელმძღვანელის არჩევანი. ეს არის მათი მოვალეობა, რომ დაიცვან კონსტიტუცია, წესრიგი ქვეყანაში. შედეგი მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები დაზარალდნენ და  ადამიანის ჯანმრთელობაზე მაღლა არაფერი დგას, პასუხისმგებლობა ამ შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ გუნდს, რომელმაც შეეცადენ და გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი და იერიში მიიტანეს ჩვენ კონსტიტუციაზე, ეს არის მიუღებელი“,- განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში  პლენარულ სხდომაზე უნდა მისულიყო, თუმცა მან გადაიფიქრა.

სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში პრემიერის ყოველწლიურის მოხსენებით გამოსვლა სავალდებულოა და საგაზაფხულო სესიის ბოლო თვეს უნდა მოხდეს.

პარალმენტის საგაზაფხულო სესია ხვალ იხურება. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა 27 ივნისის სესიაზე იყო დანიშნული.