პატიმარმა პროტესტის ნიშნად მაგნიტი გადაყლაპა

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარმა პროტესტის ნიშნად მეტალის საგნები გადაყლაპა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას  ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

პატიმარმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიმართა. მირზოევი მიიჩნევს, რომ ციხეში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილია.
ის ამტკიცებს, რომ 10-წლიანი პატიმრობა იმ დანაშაულისთვის აქვს შეფარდებული, რაც არ ჩაუდენია. 

„მაგნიტი, მთელი რკინა გადაუყლაპებია. ასე ბუდესავით დგას. ციხემ ყურადღება არ მიაქცია. პროკურორმა ყურადღება არ მოგვაქცია, პროკურორი ახალგაზრდა გოგო დადგა და 10 წელიო. 10 წელი რისთვის მიეცი,“ – განაცხადა “რუსთავი 2-თან” მსჯავრდებულის ბებიამ, ზინა შაროევამ.

თეიმურაზ მირზეოვს სახელმწიფო ბრალდება მერაბ გელაშვილის გაზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, თუმცა საქმეში არ დევს ჩვენებები, რომლითაც დადგინდება, რომ დანა ნამდვილად მირზოევს ეკავა. საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო იხილავს.