ზუკა ბერძენიშვილი, რომელიც 18 ნოემბერს აქციაზე დააკავეს ამჯამად თავისუფალია და ის ახლა ისევ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას შეუერთდა.
“მოწყალე მოსამართლემ, ვალერიანე ფილიალიშვილმა ფილიშვილმა გამომიგზავნა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მისი სასამართლოს სარდაფში ყოფნა ჩამეთვალა თავისუფლების აღკვეთად და შესაბამისად, ერთი დღით ადრე გამათავისუფლა პატიმრობიდან. პირდაპირ საიდანაც წამიყვანეს, იქიდან ვაგრძელებ”, – თქვა ზუკა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30-წუთიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა. დილის 5:00 საათზე რობოკოპები უკვე ელოდებიან მითითებას რათა დაიწყონ აქციის დაშლა. მათი განმარტებით, აქციის მონაწილეები გზას უკანონოდ კეტავენ.