უკვე მეხუთე დღეა ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მსჯავრდებული სასულიერო პირის ზიარებას -საპატრიარქოს წინ გაშლილ კარავში ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზის მოძღვარმა მამა ნიკოლოზმა მისი ზიარების სურვილი გამოთქვა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ჯერ ისევ უცნობია მოხდება თუ არა მათი თხოვნის დაკმაყოფილება. ხვალ 2 წელი გახდება, რაც პატრიარქის მდივან რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი სასჯელს მატროსოვის ციხეში იხდის. სასულიერო პირის ოჯახი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე უკანონო პატიმარია, ამიტომ ხვალ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპატრიარქოსთან მორიგ აქციას გამართავს.