პატრიარქის გადაყენებაზე „მეჩალიჩებოდნენ“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი ტელეკომპანია პირველის ეთერში ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

„არამარტო მეუფე პეტრე, სახელმწიფო და ვიღაცეებიც ჩარეულები იყვნენ, ბიზნესმენებიც კი. ვგულისხმობ იმას, ვინც ზვიად გამსახურდიას დროსაც იყო ვითომ ბიზნესმენი. მერე ვითომ შევარდნაძესთანაც იყო. მერე სააკაშვილთან და დღესაც, რომაა უშუალოდ ბიძინასთან დაკავშირებული. მაგალითად ვანო ჩხარტიშვილი. მე დამიძახეს კვირიკაშვილის დროს. ვახო იყო და გახარიამ ცოტა დააგვიანა. „მეჩალიჩებოდნენ“ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთო და შიო დავაყენოთო. მე ვუთხარი, რომ ვინ ეკითებოდათ. ეკლესიამ თვითონ იცოდა. თან ცოცხალი პატრიარქის წინაშე როგორ მიდიხარ თქო. პირველად ამ შეხვედრაზე მე ვიყავი. შემდეგ მეუფე თეოდორე. მეუფე საბა თბილისში არ იყო და მეუფე გრიგოლი იყო. მეუფე პეტრეს გახარია და ვახო შეხვდნენ. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ. შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა. ამ ყველაფრის შესახებ უწმინდესობამ იცის. ციანიდის საქმე მანამდე დაიგეგმა და სახელმწიფოც გარეული იყო. შოთაძეს ამას არ ვაპატიებ. რაც გააკეთა და თქვა. კვირიკაშვილსაც ვუთხარი ეს. ყველას ჩავარტყამ მაგათ, სადაც ჩასარტყმელია,“ – განაცხადა მეუფემ.

ეპისკოპოს იაკობის თქმით, შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა და ამ შეხვედრის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემაც იცის.