„პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“ – ეს განცხადება პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის მოღვაწეობას ბერძნულ ეკლესიაში განაგრძობს. ყოფილი მიტროპოლიტი სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს.
„მე სიკვდილამდე იესოს მორჩილების აღქმა მაქვს დადებული, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ რჯულის კანონებს დავემორჩილო. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები…პატრიარქის წინაშე, მე მიმაჩნია, რომ მოსანანიებელი არაფერი მაქვს. ან ცილისწამებისათვის უნდა დავისაჯო, ან უნდა დამტკიცდეს ჩემი ბრალდება“, – ამბობს პეტრე ცაავა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით,პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან განაყენეს.