პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა-ხაზარაძე ილია მეორეს შეხვდა

მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს  პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ხაზარაძის თქმით, მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

“ვისაუბრეთ მოძრაობა “ლელოს” მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა.
ერთად საქართველოსთვის!”-წერს ხაზარაძე.