პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა. მან დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ცხოვრებაზე ისაუბრა.
„დღეს განსაკუთრებული დღეა. დღეს შესრულდა 80 წლისა ზვიად გამსახურდია – საქართველოს პირველი პრეზიდენტი. მძიმეა მისი ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა საქართველოში ჩვენი ერისთვის. შევასრულებთ პანაშვიდს მისი სული მოსახსენებლად,“ – განაცხადა პატრიარქმა.
ქვეყანა დამოუკიდებელი საქართველოს პირველ პრეზიდენტს იხსენებს. დღეს ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა.