“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში შეხვედრებს მართავენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ადა მარშანიას განცხადებით,ისინი მოსკოვში ერის სახელით ჩავიდნენ.
„ჩვენ ჩამოვდივართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ერის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ნება-სურვილი და დაკვეთა. ის ჩვენგან მოითხოვს, რომ ყველანაირად ვეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად იმისა, რაც ჩვენს შორის მოხდა,“-განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიასთან ერთად რუსეთში შეხვედრებში მონაწილეობს გიორგი ლომიაც.














