პატრულ-ინსპექტორებმა ქალ-მძღოლებს 8 მარტი ყვავილებით მიულოცეს(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

პატრულ-ინსპექტორებმა 8 მარტს ქალი მძღოლები ტრადიციულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეაჩერეს, თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.