პეკინის გამზირზე ქალმა 3 წლის ბავშვი დაჭრა

 

პეკინის გამზირზე საღამოს 3 წლის ბავშვი, რომელიც მშობელბთან ერთად იმყოფებოდა უცნობმა ქალმა სახის არეში ბასრი საგნით დაჭრა. ქალი ბავშვს მოულოდნელად მიუახლოვდა და იმდენად სწრაფად მიყენა დაზიანება, რომ მშობლებმა რეაგირება ვერ მოასწრეს. შემდეგ კი ადგილიდან გაიქცა. შემთხვევა საღამოს დაახლოებით ცხრა საათისთვის პეკინის გამზირის 11 ნომერთან მოხდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მივიდა პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, მათ შორის მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების მასალების ამოღება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი, რომელმაც ბავშვი დაჭრა ტანსრული აღნაგობის იყო. მას სავარაუდოდ ფსიქიური პრობლემები ქონდა.